ემზარ კვიციანი ვახტანგ გომელაურს: როცა წამოვედი მოსკოვიდან თქვენი სამსახურის მეშვეობით ამენთო წითელი

ეს პერსონა

"როცა წამოვედი მოსკოვიდან, აი იმ მოსკოვიდან ამენთო წითელი. და სხვათა შორის თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს." - ასე მიმართა ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს.  კვიციანის თქმით, არც გომელურის  შესაბამის უწყებაში მუშაობის შემდეგ "არ ჩამქრალა ეს წითელი." 

"ბატონო ვახტანგ კითხვით გადმოვალ თქვენთან. როცა წამოვედი მოსკოვიდან, აი იმ მოსკოვიდან, ამენთო წითელი. და სხვათა შორის თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. გასაგებია, რომ თქვენ მაშინ არ მუშაობდით, კიბატონო, მაგრამ თქვენი იქ  მუშაობის დროსაც არ ჩაქრა ეს წითელი, რატომღაც. იქნება გამოსვლისას ახლა ჩამოვკრათ ე.წ შტეფსელს და გამოვრთოთ ეს წითელი, ყველა მიმართულებით რომ ანთებულია ეს წითელი და მათ შორის სასამართლოშიც. სასამართლო გაშეშებულია. ვერაფერს ვერ აკეთებს", - განაცხადა კვიციანმა.

2
1
0
1
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top