"ბერძენიშვილი დათოს შვილს იქნებ ვინმემ უთხრას მე თუ მოღალატე ვარ მამამისმა და ბიძამ რატომ მოაწერეს ხელი ჩემს განთავისუფლებაზე?" - ემზარ კვიციანი

ეს პერსონა

"ბერძენიშვილი დათოს შვილს იქნებ ვინმემ უთხრას მე თუ მოღალატე ვარ მამამისმა და ბიძამ რატომ მოაწერეს ხელი ჩემს განთავისუფლებაზე?" - ამის შესახებ ემზარ კვიციანმა ფეიბუქის გვერდზე დაწერა, რითაც გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა. საუბარია პარლამენტის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე, სადაც კვიციანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა.

"ამდენმა შეურაცხყოფამ რა თქმა უნდა გამომიყვანა მწყობრიდან. მანამდე მივდიოდი სიცილით, სტვენაზე არ მიმიცია რეაგირება. მაშინ დაიწყეს ლანძღვა გინება, მართალია მეც ვაგინე.
გამწარებულმა მერე ვიღაც ახალგაზრდა ამხვდა წინ და პირდაპირ დამეჯახა წინიდან მეც უჯიკე და წაიქცა შემდეგ მე ისევ წავედი წინ ესენი მომდევენ და მაგინებენ მეც ვაგინე და მართალი გითხრათ ბევრი რამ კადრებიდან ვნახე თორე არ მახსოვდა მწყობრიდან გამომიყვანეს. აღმოჩნდა იგორ გიორგაძის შექმნილი რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერის შვილი და ის მეძახდა რუსეთის აგენტს! ეტყობა სკოლებში და ინსტიტუტებში არ ასწავლიან სწორად ისტორიას და მაგიტომაც ეს ახალგაზრდები არ ადგანან სწორ გზას!მე რომ ნაკანტუზიებ ყურებში მისტვენ და მოღალატეს მეძახი იქნებ თუ წიგნებს გიმალავენ იკითხო მაინც რამდენი სისხლი დამიღვრია ომში, რამდენი რუსული ვერტმფრენები და სხვა ტექნიკა ამიფეთქებია ბრძოლაში! რატომ აყენებთ ცოდვაში ბავშვებს ?არ გრცხვენიათ?ბერძენიშვილი დათოს შვილს იქნებ ვინმემ უთხრას მე თუ მოღალატე ვარ მამამისმა და ბიძამ რატომ მოაწერეს ხელი ჩემს განთავისუფლებაზე? ნუ აცხოვრებთ შვილებს სიცრუეში თქვენვე მოგიბრუნდებათ ცუდად!” – წერს ემზარ კვიციანი ფეისბუქზე.

0
0
0
3
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top