საქართველოს მთავრობა მზადაა გადადგას კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე“ – დავით ზალკალიანი

ეს პერსონა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საერთაშორისო კონფერენციაში “Now What?" მიიღო მონაწილეობა. საკუთარ გამოსვლაში ზალკალიანმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა.

“საქართველოს მთავრობა მზადაა გადადგას კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე. თუ 10 წლის წინანდელ საქართველოს დღევანდელ სიტუაციასთან შევადარებთ, პროგრესი მართლაც შთამბეჭდავია. საქართველო ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა და თავისი საბოლოო მიზნის - წევრობის მისაღწევად მას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს“, – განაცხადა დავით ზალკალიანი.

კონფერენცია “Now What?” მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით გაიმართა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top