დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს

ეს პერსონა

დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს და ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შესაბამისი განცხადებით მან პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა. შოთა შალელაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას „ქართული ოცნებიდან“ სიით მომდევნო კანდიდატი, ლევან მგალობლიშვილი ჩაანაცვლებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top