"თავს დამესხა ჯგუფი ცხვრებთან ერთად - არანაირი თმენის ვალდებულება არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ"- ემზარ კვიციანი

ეს პერსონა

პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა, დღეს უფლებადამცველებთან ერთად მედიაცენტრ „მთავარში" ბრიფინგზე გამართა. მისი განმარტებით, ჟურნალისტებმა იგი უსამართლოდ გამოაცხადეს დამნაშავედ. 

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანსა  და მოძრაობა " სირცხვილიას" წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დეპუტატს აქციის მონაწილეებმა "რუსეთის მონა" უწოდეს, რის შემდეგაც ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top