საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილის მისვლას დაპირისპირება მოჰყვა

ეს პერსონა

საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რამაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. ინაშვილის განცხადებით,  ის არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სრული უფლება აქვს დაესწროს კონფერენციას.

"დაპატიჟებული არ ვიყავი, მაგრამ დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მაქვს უფლება მოვიდე, გავაკეთო მოხსენება, მივიღო მონაწილეობა და მოვისმინო. ეს არის თქვენი დემოკრატია? პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება დაესწროს კონფერენციას? საქმე იმაშია, რომ სამი დღის მანძილზე საუბრობენ "პატრიოტთა ალიანსზე", ცილს გვწამებენ, ჩვენი დამახინჯებული ციტატები წარმოადგინეს.", - განაცხადა ინაშვილმა.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top