რასმუსენი: ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან

ეს პერსონა

საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული წინააღმდეგობა. ამის ნაცვლად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ  ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. რასმუსენის თქმით, შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია გრძელდება რეფორმებზე მუშაობა.

"მე კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ეწურება. ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია.  როგორც იცით, ნატო-ში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთხმად ხდება, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული წინააღმდეგობა. ამის ნაცვლად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი. ეს გზავნილი უფრო ძლიერია, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს გარანტიას, რომ თქვენ გახდებით წევრი. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები. ახლა ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებზე მუშაობას ამ კომისიების ფარგლებში და ეს პროცესი კარგად მიდის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წელს ჩვენ არასწორად მოვიქეცით. მე მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ეს. ვფიქრობ, ჩვენ გავუგზავნეთ არასწორი გზავნილი პუტინს. ეს იყო მერყეობის, სიმტკიცის ნაკლებობის გზავნილი და მან გამოიყენა ეს სიტუაცია. მე ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე ნატო-ს მერყეობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის. მას სურდა მკაფიო გზავნილის გაგზავნა საქართველოსა და ნატოსთვის – ნუ ჩაერევით ჩვენს სამეზობლოში. ასე რომ ვფიქრობთ, ჩვენ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება, საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებით. თუმცა ეს არ გავაკეთეთ“, – განაცხადა რასმუსენმა.

 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top