დევიდ კრემერი ინაშვილთან დაპირისპირებაზე: არ ვიცოდი, რომ ის "პატრიოტთა ალიანსიდანაა" და ასევე, ვიცე-სპიკერია

ეს პერსონა

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრემერი  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრთან,  ირმა ინაშვილთან შელაპარაკების შემდეგ განმარტებას აკეთებს. როგორც კრემერმა განაცხადა, " რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა".

"არ ვიცოდი, ვინ იყო მიკროფონიანი ბიჭი, არ ვიცოდი, ვინ იყო ქალი, რომელიც მოვიდა და რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ის "პატრიოტთა ალიანსიდანაა" და ასევე, ვიცე-სპიკერია. ვიფიქრე, რომ რაც მათ გააკეთეს, ძალიან უხეში იყო და შლიდა კონფერენციას. მათ შეუძლიათ დასწრება, მაგრამ ეს უნდა გააკეთონ ისე, როგორც დანარჩენმა სხვებმა, რაც ნიშნავს დარეგისტრირებას და მონაწილეობის მიღებას წყნარად, სანამ მათ სიტყვით გამოსვლისთვის დაუძახებენ. არაფერი პოლიტიკური ამაში არაა, მხოლოდ ვიფიქრე, რომ ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა", - განაცხადა კრემერმა. 

ცნობისთვის, საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის დევიდ კრემერი სთხოვდნენ, რომ დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა ის ღონისძიებას მაინც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.

 

0
2
2
0
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top