ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ეს პერსონა

ბაჰამაში ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ათასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, ამიტომ მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ქარიშხალი „დორიანი“ აშშ-ში მძვინვარებს. სტიქიამ ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ტორნადოც გამოიწვია. შედეგად კი, ასობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სანაპირო ზოლში მდებარე ქალაქებში კი დასახლებები დაიტბორა. ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია სტიქიამდე განახორციელა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top