დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ეს პერსონა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ტრამპი ტვიტერის გვერდზე წერს.

„გუშინ ღამე ვაცნობე ჯონ ბოლტონს, რომ თეთრ სახლს მისი სამსახური აღარ ესაჭიროება. არ ვეთანხმებოდი ბევრ მის წინადადებას ისევე როგორც ჩემი ადმინისტრაციის წევრები. მიუხედავად ამისა, მე ვთხოვე ჯონს, გადამდგარიყო. მისი განცხადება დღეს დილით გადმომცეს.

დიდი მადლობა ჯონ, შენი სამსახურისთვის. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალ მრჩეველს მომავალ კვირას დავასახელებ“, – წერს ტრამპი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top