ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელმაც თერჯოლაში თავი ჩამოიხრჩო - ფოტო

ეს პერსონა

თერჯოლაში, სოფელ გოდოგანში 17 წლის ბიჭის თვითმკვლელობის შესახებ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  "ეS პერსონას" წყაროს ინფორმაციით, 17 წლის ჯ.მ  ჩამომხრჩვალი საკუთარმა დედამ მას შემდეგ იპოვა, რაც სახლში დაბრუნებულმა კვამლი შენიშნა და მეუღლეს დაურეკა. დედამ მხოლოდ  ტელეფონზე დარეკვის შემდეგ დაინახა შემზარავი ფაქტი - ჩამომხრჩვალი შვილი. წყაროს ინფორმაციით, არავინ იცის თუ რა გახდა სუიციდის მიზეზი. 

მეზობლები და ახლობლები მოზარდს დადებითად ახასიათებენ. ამბობენ რომ ბიჭი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი იყო. ჯ.მ  ქუთაისში, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა. ის წელს, მე-12 კლასის მოსწავლე გახდებოდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

0
0
2
23
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top