"ვამპირის დღიურების" გამოსვლიდან 10 წელი გავიდა

ეს პერსონა

"ვამპირის დღიურების" გამოსვლიდან 10 წელი გავიდა. სერიალმა უდიდესი წარმატება მოიპოვა და ზებუნებრივი ძალების შესახებ გადაღებულ შოუებში დიდხანს ლიდერობდა. სერიალი პირველად 2009 წელს გამოვიდა და თინეიჯერების საყვარელი შოუ მალევე გახდა. 8 სეზონის განმავლობაში სულ 171 სერია გადაიღეს. ფილმში ნინა დობრევი, იან სომერჰალდერი და პოლ ვისლი ვამპირებს თამაშობენ. მათი რომანტიული და საშიში ისტორია დიდხანს ინარჩუნებდა რეიტინგს. იუბილესთან დაკავშირებით ნინა დობრევი სოციალურ ქსელში წერს და ფანებს მადლობას უხდის. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top