"ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის უკიდურესმა პოლარიზებამ მოკლა მრავალფეროვანი დისკუსია" - ლევან ნატროშვილი

ეს პერსონა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტების მენეჯერი ლევან ნატროშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ნატროშვილი წერს, რომ საქართველოში ჯანსაღი და ობიქეტური პოლიტიკური დისკუსია, ფაქტობრივად აღარ არსებობს.

"ამასობაში ჯანსაღი და ობიექტურთან მიახლოებული პოლიტიკური დისკუსია სულს ღაფავს საქართველოში. ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის უკიდურესმა პოლარიზებამ მოკლა მრავალფეროვანი დისკუსია. ნებისმიერი თემის განხილვა საბოლოდ ქოცი-ნაცის, შავისა და თეთრის დიქოტომიამდე დადის. ეს ორი ცენტრი უთანასწოროდ, მაგრამ იბრძვის საკუთარი მედია რესურსებით, ექსპერტებით და ა.შ.
შედეგად, მოვლენების მიუკერძოებელი შეფასებების მოძიება სულ უფრო ჭირს, რაც არ არის კარგი", - წერს ნატროშვილი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top