კახა კალაძე: წერილი რომელიც მე მომივიდა ერთი წლის წინ, უკავშირდება ერთ კონკრეტულ ოჯახს, ერთ პატარა გოგონას

ეს პერსონა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა. საუბარი კალაძემ სევდიანი ისტორიით დაიწყო, რომელიც სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებულ ერთ-ერთ ოჯახს ეხება. 

"მე მინდა ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ, ისტორია რომელიც არის რეალური ამბავი. წერილი რომელიც მე მომივიდა 1 წლის წინ, ახალი არჩეული ვიყავი თბილისის მერად და რამოდენიმე თვეში მივიღე ეს შეტყიბინება, რომელიც უკავშირდება ერთ კონკრეტულ ოჯახს, ერთ პატარა გოგონას, რომელიც გახლავთ სტუდენტი, ცხოვრობს თბილისში, მამა სამწუხაროდ გარდაეცვალა და მისი სურვილი, რომ ოჯახს ჰოქონდა საკუთარი ბინა სიცოცხლეში შეუსრულებელი დარჩა. დედას მოუწია საზღვარგარეთ გამზგავრება, კონკრეტულად იტალიაში და იქ დაიწყო მუშაობა მომვლელად იმისთვის, რომ თავისი ოჯახი ერჩინა. ეს ოჯახი ცხოვრობდა ნაქირავებში და როგორც ხდება ხოლმე, გარდაცვლილი მამის მეგობრებმა შეაგროვეს გარკვეული თანხები. წლების განმავლობაში დედა, რომელიც იტალიაში მუშაობდა ჰქონდა ხელფასიდან დანაზოგი და ამ ოჯახმა საბოლოოდ შეიძინა ბინა. თუმცა ეს ამბავი ასე კეთილად სამწუხაროდ  არ მთავრდება, რადგან ამის მერე დაიწყო პრობლემები და ეს პრობლემა გახლდათ სამშენებლო კომპანია "სვეტი". ამ ოჯახის მსგავსად არიან დაზარალებული ადამიანები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი და ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომელიც აქ იქნება გაჟღერებული. 
ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანურ პრობლემაზე, რომელიც გულისხმობს, რომ წლების ნაგროვები დანაზოგით, შრომით, ყიდულობ ბინას და შემდეგ, ფულიც გეკარგება და ბინაც. ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმეა ეს ამბავი. 
ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით  დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პრობლემა.  
მოკლედ, თბილისის მერიის, კომპანია m2-ის და ასევე, საინიციატივო ჯგუფის აქტიური მუშაობით, პროცესში ასევე, იმედის დაკარგვით ხანდახან, მაგრამ ყოველთვის გაგრძელების და საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილით, დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. 2500-მდე  დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია.
", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

1
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top