პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი: თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა

ეს პერსონა

პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს  პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საძაგლიშვილის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ადვოკატის ინფორმაციით, მან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფორმა 100 იმ ფსიქიატრიული  კლინიკიდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობას გადიოდა. 

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს სიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ჯერ არ  ჩატარებია.

 

0
0
2
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top