"კიდევ 28 ოჯახს გადაეცემა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ბინები" - კახა კალაძე

ეს პერსონა

"28 ოჯახს გადაეცემა სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ განაცხადა.

"ჩვენ ეს პროექტი დაწყებული გვაქვს დიდი ხანია, ბევრი ოჯახი გავაბედიერეთ და კიდევ 28 ოჯახი შეემატება იმ ადამიანებს, ვინც უკვე მოახერხა და დაიკანონა ჩვენს მიერ გადაცემული ბინები. 

რა თქმა უნდა ამ მიდგომებს ჩვენ გავაგრძელებთ. მე ვიცი რომ კიდევ ბევრია ასეთი ოჯახები, ვისაც აქვს სურვილი, ვინც წლების განმავლობაში ათეული წლებია ცხოვრობენ და ვერ ახერხებენ გარკვეული პრობლემების გამო, შესაძლოა ბიუროკრატიული პრობლემებიც არსებობდა, თუმცა დღეს ეს ყველაფერი მოხსნილია და მაქსიმალური ხელშეწეყობა და თანადგომა არის ჩვენი სამსახურების მხრიდან, იმისთვის რომ მოხდეს დაკანონება და 1 ლარად მოხდეს ბინების გადაცემ.  ეს გაგრძელდება ჩვენ ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ", - განაცხადა თბილისის მერმა. 

4
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top