გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა 

ეს პერსონა

საქართველო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. გახარიამ შეხვედრისას აღნიშნა, რომ  საქართველოს მთავრობა ევროპული ღირებულებების ერთგულია. პრემიერის პრესსამსახურის ცნობითვე, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირთან დიალოგის უმაღლესი დონის ფორმატის, როგორც უპრეცენდენტო და საქართველოსთვის შექმნილი პლატფორმის მნიშვნელობას, რაზეც გახარიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმატი ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს. პრემიერმა  ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის როლის მნიშნელობაზე ისაუბრა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებაში ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, კარლ ჰარცელმა გიორგი გახარიას თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატება უსურვა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top