ხაზარაძის ადვოკატი: უნდა მოხდეს ანაბეჭდების იდენტიკიფიკაცია და შემდეგ გამოძიებამ ამ პირებს უნდა დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი წერილზე

ეს პერსონა

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, "მუქარის წერილზე" ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი. კორძაძე ექსპერტიზის შედეგს პროკურატურას წარუდგენს.

„ამ დისკს პროკურატურაში წარვადგენთ. მასზე ათეულობით ანაბეჭდია. დანარჩენი გამოძიების საქმეა, არც თუ ისე, რთული, მან უნდ მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენტიკიფიკაცია და შემდეგ უნდა გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე. ბრიტანეთიდან ამ ეტაპზე არ ველოდებით დამატებით რამეს ექსპერტიზის სახით. გრძელდება ლინგვისტური და სხვა სახის ექსპერტიზები, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რა მონაცემებიც გვაქვს, ის პროკურატურას წარვუდგინოთ. რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდი არის ზედ", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top