ვახტანგ გომელაურმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან გამართა

ეს პერსონა

შს  მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, გომელაურმა შეხვედრა აშშ-ში 18 წლის წინ, 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტზე საუბრით და ამერიკელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო. ელიზაბეთ რუდმა თავის მხრივ, შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა შსს-ში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top