"ტორპედო" შეიძლება დაიშალოს - აქცია ქუთაისის მერიის წინ

ეს პერსონა

"ტორპედოს" გულშემატკივრებმა ქუთაისის მერიის წინ აქცია გამართეს. 

"გუნდში ამ დრომდე ფინანსური პრობლემები გადაუჭრელია, ფეხბურთელებისათვის სახელფასო დავალიანება კვლავ გადაუხდელია. საჭმელიც აღარ აქვთ. დღეს მომმარაგებელმაც უარი თქვა და განაცხადა, რომ კლუბს დიდი დავალიანება აქვს. ქალაქის ხელმძღვანელობისაგან ვითხოვთ პასუხს არსებულ სიტუაციაზე. შეიძლება "ტორპედო" დაიშალოს" - ამბობენ აქციაში ჩართული საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები.

გულშემატკივრები მომავალში მასშტაბური აქციების დაორგანიზებას გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ მიმდინარე თვის დასაწყისში კლუბ ,,ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო. პროცედურების დასრულების შემდეგ "ტორპედო" მერიის ბალანსზე დანრუნდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top