ნინო ბურჯანაძე: ერთადერთი ვარ ვისაც შეუძლია რუსეთის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს 

ეს პერსონა

 „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ის ერთადერთია ვისაც რუსეთთან დიალოგის წარმოება შეუძლია. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა დღესდღეობით არავის აქვს იმის გამბედაობა, რომ პირდაპირი დიალოგი დაიწყოს მოსკოვთან.

"მე არ ვიცი გახარია არ თუ არა არის მოსკოვის კაცი, მაგრამ თუ ის დაიწყებს მოსკოვთან მოლაპარაკებას ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მოსკოვის კაცია. სამწუხაროდ, არც გახარიას და არც სხვა რომელიმეს დღევანდელ ხელისუფლებაში არ აქვს არც გამბედაობა და არც რესურსი პირდაპირი დიალოგი დაიწყოს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ერთადერთი ვარ ვისაც შეუძლია შეხვდეს რუსეთის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს. ხელისუფლებაში ყოფნის და ბერკეტების არსებობის შემთხვევაში მე ნამდვილად შევძლებ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მნიშვნელოვან გარდატეხას”, - განაცხადა  ბურჯანაძემ.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top