ირმა ინაშვილი: ბატონმა კრამერმა ძალიან კარგად იცოდა ვინ ვარ, ის მატყუარა და უზრდელი ადამიანია

ეს პერსონა

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც გუშინდელ ინციდენტზე - ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევართან, დევიდ კრამერთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ინაშვილის განცხადებით, კრამერი მას 2010 წლიდან იცნობს. აღნიშნულის  დასამტკიცებლად ინაშვილმა  ბრიფინგზე ფოტო წარმოადგინა და კრამერს მატყუარა და უზრდელი უწოდა. 

"დღეს საქართველოს მთავრობა ვერ იცავს, არათუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არამედ საკუთარ მოქალაქეს და საქართველოს მთავრობას არ აქვს ღირსების გრძნობა. პირველრიგში მინდა დავიწყო ბატონი კრამერის დიდი ტყუილით, თითქოს ის მე არ მიცნობდა და წარმოგიდგინოთ ეს ფოტო. მე და ბატონი კრამერი ერთმანეთს ვიცნობთ ჯერ კიდევ 2010 წლიდან. ეს ფოტო გადაღებულია ვაშინგტონში მის ოფისში სადაც  საუბარი იყო იმ ძალადობრივ ფაქტებზე რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა საქართველოში. თუმცა ეს იყო ძალიან მძიმე შეხვედრა და მაშინვე ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ბატონი კრამერი იყო სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის ძალიან აქტიური მხარდამჭერი. თუმცა ის, რომ კრამერი მე არ მიცნობდა არის ძალიან დიდი ტყუილი, ძალიან კარგად იცოდა, რომ მე ვარ საქართველს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე "პატრიოტთა ალიანსის" გენ. მდივანი და დასკვნა არის მარტივი, კრამერი არის მატყუარა და გარდა იმისა რომ არის მატყუარა, არის თავხედი და უზრდელი ადამიანი", - განაცხადა ინაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. კერძოდ,  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერი და ინაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top