პროკურატურა: გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად ხაზარაძემ, რომელმაც არც „წერილის“ ორიგინალი წარმოადგინა და არც შუამავალი დაასახელა

ეს პერსონა

გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი -  ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს. უწყების განმარტებით, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. წერილის იდენტიფიცირება.

„შეკითხვა, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება ე.წ. წერილთან დაკავშირებით, არარელევანტურია, ვინაიდან, მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება.

 გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი. შესაბამისად, როგორც პროკურატურამ უკვე არაერთხელ განმარტა, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. წერილის იდენტიფიცირება. თუ ამ კუთხით იქნება გარკვეული პროგრესი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მამუკა ხაზარაძის პოზიციაზე, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top