ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

ეს პერსონა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. „გისურვებთ წარმატებას და სიძლიერეს თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში"- ნათქვამია ანგელა მერკელის მილოცვაში.

"მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ეს ეხება შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ასევე ჩვენს მრავალფეროვან ორმხრივ ურთიერთობებს“.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top