ოკუპანტებმა ხაშურის რაიონს 300 ჰექტარი ჩამოაჭრეს, ჩორჩანაში ქართული საგუშაგო ალყაშია

ეს პერსონა

„ამ წუთას მიმართულება აღებულია აქვთ და სამუშაოებს აწარმოებენ ქართული საგუშაგოს მიმართლებით. ჩვენი პირველადი შეფასებით, ხაშურის რაიონის ტერიტორიები დაახლოებით უკვე 300 ჰექტრამდე ფაქტიურად წაღებული და ოკუპირებული აქვთ", - აცხადებს „ძალა ერთობაშია"-ს ლიდერმა დავით ქაცარავა, საოკუპაციო ხაზიდან სოფელ ჩორჩანასთან მიმდნარე ვითარების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გაავრცლა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთი ე.წ. საგუშაგო დაასრულეს, მეორეს კი ამონტაჟებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალები ორ ლოკაციაზე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ. ოკუპანტების მიერ წნელისთან რამდენიმე დღის წინ საგუშაგოს განთავსების შემდეგ კიდევ ორი დამატებითი საგუშაგოს მოწყობის შედეგად, აქ მდებარი ქართული პოლიციის საგუშაგო ფაქტიურად ალყაში აღმოჩნდება მოქცეული.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top