"უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთის სათნო საქმეში"- პატრიარქი გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნას ულოცავს

ეს პერსონა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნა მიულოცა. მისალოც წერილს საპატრიარქო აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთვაზობთ.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ეს არის საპატიო და ამავე დროს, ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა. ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალები ცდილობენ აქ გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად.

უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთის სათნო საქმეში“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top