მამუკა ხაზარაძე: გიორგი გახარია აბსოლუტურად დაუმსახურებლად იკავებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას

ეს პერსონა

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია დაუმსახურებლად იკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს. ამის შესახებ მან, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღეს აბსოლიტურად დაუმსახურებლად იკავებს თავის პოზიციას, რომელმაც არ გამოიძია არცერთი ის ფაქტი რომელიც ჩვენ მივაწოდეთ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, მივაწოდეთ მისამართები, მივაწოდეთ ოფისი და ყველა დეტალი, რომელიც ძალიან მარტივად იქნებოდა. მას არანაირი მორალური უფლება აქვს, რომ არც იმ თანამდებობაზე ყოფილიყო და არც ამ თანამდებობაზე. ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, რომ ამ მდგომარეობაში ვართ", - განაცხადა ხაზარაძემ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top