"ვინმეს არ ეგონოს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ვუფასებ ღვაწლს, რომელიც მას ქვეყნის მიმართ აქვს გაკეთებული" - მამუკა ხაზარაძე

ეს პერსონა

ვინმეს არ ეგონოს, რომ  ბიძინა ივანშვილს არ ვუფასებ ღვაწლს, რომელიც მას ქვეყნის მიმართ აქვს გაკეთებული, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ივანიშვილს ქვეყნისთვის ბევრი აქვს გაკეთებული, თუმცა ის "სისტემა" რაც მან შექნმა, მიუღებელია.

"სრული სერიოზულობით ვლაპარაკობ, იმიტომ რომ უმადურობა არის, ყველაზე ცუდი რამ. ქართველები იცი როგორ ვართ, თუ ვიღაცას ეჭიდავები, ან დისკუსიაში ხარ აუცილებლად ყველაფერი... ამ კაცს ძალიან ბევრი რამე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, მაგრამ ის რაც შექმნა მან, ქველმოქმედების გარეთ, ის სისტემა, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, ეს არის მიუღებელი", - განაცხადა ხაზარაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top