მამუკა ხაზარაძე: გასაკვირი ის იყო, რომ ივანიშვილთან შეხვედრას ესწრებოდა მაშინდელი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეც

ეს პერსონა

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სარჩელი, რომელიც მან ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეიტანა, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით გამოიხმო. როგორც ხაზარაძემ, ტვ პირველის ეთერში განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ივანიშვილმა თავად დაურეკა, რის შემდეგაც პირადად შეხვდა. ხაზარაძის თქმით, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: ბადრი ჯაფარიძე, ბიძინა ივანიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი (სავარაუდოდ) გოჩა ფიფია, და მისდა გასაკვირად, ირაკლი შოთაძეც. 

"ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენი ბანკის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო და 30 მლნ დოლარს ითხოვდა. ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული თემა და ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა. როდესაც გერმანიაში ვიყავი, დამირეკა ივანიშვილმა და დაახლოებით ერთი საათი მარწმუნებდა, რომ 3 დღეში, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმის გარჩევა არ მომხდარიყო. მე ვუთხარი, რომ ბანკის ერთ-ერთი აქციონერი ვარ და შეზღუდული ვარ. ივანიშვილთან ძალიან მეგობრული საუბრის შემდეგ მე დავურეკე უცხოელ პარტნიორებს და დავარწმუნე ისინი, რომ სარჩელი უნდა გამოგვეტანა. ამის შემდეგ მოხდა შეხვედრა სოლოლაკის სასახლეში, რომელსაც ვესწრებოდით მე, ბადრი ჯაფარიძე, ვანო ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი (სავარაუდოდ) გოჩა ფიფია, არ ვიცი რატომ, და ბიძინა ივანიშვილი. გასაკვირი იყო ის, რომ შეხვედრას ესწრებოდა მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც. მე თბილისში  გავიზარდე, ბავშვობაში ყველას გვიჩხუბია, შემდეგ უფროსს დავუძახივართ და შევურიგებივართ, მაგრამ მილიციელი იმ შეხვედრებზე არავის მოუყვანია. მოვხვდი პატარა სასამართლოზე, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც და საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც. საათნახევრის განმავლობაში შოთაძე ჩუმად იჯდა და ბოლოს ჩაიჩურჩულა, რომ ამ საქმეში იურიდიულად არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამიტომ როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ ხაზარაძემ მადლობაც კი არ გადაიხადა, აქ ალბათ იმაზეა საუბარი, რომ რაღაც მაინც რატომ არ გადავუხადეთ ჩხარტიშვილს", - განაცხადა ხაზარაძემ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top