"სააკაშვილს მივმართავ, ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს" - მამუკა ხაზარაძე

ეს პერსონა

"სააკაშვილს მივმართავ: ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ის შემდეგ პასპორტს იცვლის და გაურბის მართლმსაჯულებას, ჩემთვის დამთავრებულია, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ხაზარაძის თქმით, სააკაშვილის აღნიშნული ქმედება გაუმართლებელია. ამასთან ხაზარაძემ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და  "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას  მისი გუნდი არ აპირებს.

"ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ის შემდეგ პასპორტს იცვლის და გაურბის მართლმსაჯულებას, ჩემთვის დამთავრებულია. ამ ქვეყნიდან წასვლა 15 წლის წინაც შემეძლო და როდესაც მან ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაშინაც შემეძლო ქვეყნის დატოვება, მაგრამ არ წავსულვარ, არც პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია სხვაგან. თუმცა მე, როგორც ბიზნესმენს, ამის გაკეთება შემეძლო, მაგრამ როდესაც ამას ყოფილი მთავარსარდალი აკეთებს, რათა არ დაიჭირონ, აქ ყველაფერი დამთავრებულია. ამიტომ ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს და ეს განცხადებები შეინახოს თავისთვის.

ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ ვერც „ნაციონალებთან“ და ვერც „ოცნებასთან“ მათი მსოფლმხედველობიდან და მოღვაწეობიდან გამომდინარე. ამ ორ სუბიექტს მონოპოლიზირებული აქვთ პოლიტიკური ველი " , - განაცხადა ხაზარაძემ.

3
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top