არჩილ თალაკვაძემ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე უკრაინულ ენაზე მიულოცა

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მათივე ოფიციალურ ენაზე მიულოცა. თალაკვაძემ მიმართვის დროს ორ ქვეყანას შორის არსებულ გამორჩეულ მეგობრობაზე ისაუბრა.

"ჩვენი ქვეყნების უახლესმა ისტორიამ, ბრძოლამ თავისუფლებისთვის გვაჩვენა, რომ ყოველი დღე არის დამოუკიდებლობის დღე, ყოველ დღე საჭიროა ფიქრი, მუშაობა და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არასოდეს დათმობს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის უკრაინის ელჩს მადლობა გადაუხადა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top