"მიუხედავად შიდა სპეკულაციებისა საგარეო თემებზე, დღეს საქართველო ძალიან ახლოს არის ნატოსთან" - მამუკა მდინარაძე 

ეს პერსონა

„მიუხედავად შიდა სპეკულაციებისა საგარეო თემებზე, დღეს საქართველო ძალიან ახლოს არის ნატოსთან და იმ პერსპექტივასთან, რაც 2 წლის წინ ჩვენ კონსტიტუციაში ავსახეთ. ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლეობის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, არსებულ გამოწვევებს და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top