ჩიპი, რომელიც ახალ iPhone-ს აქვს არავინ იცის ზუსტად რისთვისაა

ეს პერსონა

"iPhone 11 Pro"-ს მისტიური ჩიპი "U1" საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ზუსტად არავინ იცის ტელეფონს საიდუმლო ჩიპი რისთვის აქვს. კითხვების გაჩენის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ "U1" სივრცეში ნივთების გასაზომად გამოიყენება. აღნიშნული პასუხი კრიტიკოსებისთვის ბუნდოვანი აღმოჩნდა და ვარაუდს გამოთქვამენ, რომ ჩიპს სხვა მახასიათებლები გააჩნია, რომელიც ნაკლებად ნათელია.

Apple–ის ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაციის თანახმად კი ახალი ჩიპი ტელეფონს საშუალებას მისცემს იყოს უფრო "ზუსტი".

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს კალიფორნიაში Apple-ის ყოველწლიური პრეზენტაცია გამართა და კომპანიამ ახალი მოდელები iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max წარადგინა. "U1" ჩიპი კი მხოლოდ  iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max  აქვს.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top