საფრანგეთი მხარს არ უჭერს Facebook-ის მიერ შემოთავაზებული კრიპტოვალუტის ევროპაში გაშვებას

ეს პერსონა

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მეიერმას განცხადებით საფრანგეთი მხარს არ დაუჭერს Facebook-ის მიერ შემოთავაზებული კრიპტოვალუტის ევროპაში გაშვებას.

"მსურს გარკვევით ვთქვა: ამ ვითარებაში ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპულ ნიადაგზე Libra-ს განვითარებას. სახელმწიფოების სავალუტო სუვერენიტეტი "საფრთხეშია". შესაძლოა მივიღოთ სისტემური რისკები და ეს ძირს უთხრის ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას" - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.

ბრუნო ლე მეიერმას მხრიდან ეს არ არის პირველი განცხადება Facebook–ის Libra-ს პროექტის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით მიმდინარე წელს საფრანგეთის მარეგულირებელი ანონიმური კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვას განიხილავდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top