6 წლის შემდეგ შუმახერი კომიდან გამოვიდა

ეს პერსონა

ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი 6 წლიანი ბრძოლის შემდეგ კომიდან გამოვიდა. აღნიშნული ინფორმაცია იმ სამედიცინო პერსონალმა გაავრცელა, სადაც შუმახერი სამკურნალოდ მოათავსეს. მრბოლელის მკურნალი ექიმი ამბობს, რომ ყველაფერი ისევ კალაპოტში ჩადგება.

შუმახერი პარიზის კლინიკაში ამ ეტაპზე ღეროვან უჯრედებზე მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის ლეგენდა 6 წლის წინ საფრანგეთის სათხილამურო კურორტ მერიბელში შვილთან ერთად სრიალებდა, რა დროსაც თავის ტრამვა მიიღო. საავადმყოფოში გადაყვანისთანავე მრბოლელს ოპერაციები გაუკეთეს, რის შემდეგაც იგი კომაში იმყოფებოდა.

4
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top