ნათია თურნავა ამერიკაში პირდაპირი ფრენების საკითხზე შეხვედრებს მართავს

ეს პერსონა

ამერიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველი შეხვედრა ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანიის "United Airlines"- ის ოფისში გამართა. შეხვედრაზე მთავარი განხილვის საკითხი საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების საკითხი იყო.

"ჩვენ დეტალური ინფორმაცია წარვუდგინეთ იმ უპირატესობების შესახებ, რასაც ჩვენი რეგიონი და განსაკუთრებით, საქართველო სთავაზობს მათ პირდაპირი ფრენების დაწყების შემთხვევაში. ახლა გადავდივართ საკითხის შესწავლის ტექნიკურ ეტაპზე, როდესაც ამერიკული მხარე ჩატარებს კვლევას", - წერს ნათია თურნავა ოფიციალურ Facebook გვერდზე. 

მომდევნო შეხვედრა თურნავას "Delta AirLines"-ში აქვს, სადაც ორმხრივი ავიაფრენების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top