"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ახალგაზრდებზე, ჩვენ ბავშვებზე და ჩვენ ღვაწლმოსილ მოხუცებზე" - გიორგი გახარია

ეს პერსონა

მთავრობის პირველი სხდომა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დაიწყო. პრემიერმა მინისტრებს დაავალა, რომ მთავრობის სხდომაზე ყველა განხილული საკითხი მედიისთვის ცნობილი გახდეს. მან მინისტრებს მთავრობის პირველი სხდომის დაწყება მიულოცა. 

"ჩვენი ძირითად პრინციპები იქნება: საქმის დროული კეთება, საქმის ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი იქნება, ღიაობა და რა თქმა უნდა ჩვენ, მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ, ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიზრუნოთ, ჩვენ ახალგაზრდებზე, ჩვენ ბავშვებზე და ჩვენ ღვაწლმოსილ მოხუცებზე.  ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით, თითოეულმა თქვენგანმა, მთავრობის სხდომის შემდგომ, არამხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს ინფორმაცია მედიას, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისათვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს, განხილვის საგანი არ ყოფილიყოს.", - განაცხადა გახარიამ.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top