"ნამდვილად არ მაქვს სურვილი ბატონ მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში ავყვე" - მაია ცქიტიშვილი

ეს პერსონა

მთავრობის სხდომიდან გამოსულმა მინისტრებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მაია ცქიტიშვილს დაუსვეს, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განაცხადებას ეხებოდა, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა ხაზარაძეს ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სარჩელის გამოტანა სთხოვა, შემდეგ კი, შეხვედრაზე დაიბარა სადაც  მაშინდელი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეც იმყოფებოდა. ცქიტიშვილმა აღნიშულზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

"ჩემი კომენტარი პირველ რიგში იქნებოდა ეს, რომ ნამდვილად არ მაქვს სურვილი ბატონ მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში ავყვე. ეს არის ჭორაობა, რომელიც ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია სამწუხაროდ მამუკა ხაზარაძისგან", - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top