საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. როგორც ჰარცელმა განაცხადა, ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები რისკებს შეიცავს და არასასურველ შედეგებს იწვევს. ჰარცელის თქმით, სიტუაციის დასტაბილურებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ბრიუსელის ინფორმირებას ეცდება.
„ძალიან შეწუხებული ვარ მე პირადად და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. ჩვენ გვაქვს, ცხადია ერთმანეთთან მუდმივი კავშირი, ვგულისხმობ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და მოაქვს სტაბილურობისთვის არასასურველი შედეგები, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეცდება ბრიუსელის ინფორმირებას იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს და არ გაუარესდეს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.