მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: ბანკებთან და კონსორციუმთანაც საინვესტიციო ხელშეკრულებების ფორმულირებებზე ვმუშაობთ

ეს პერსონა

"კვლავაც ვმუშაობთ ბანკებთანაც და კონსორციუმთანაც საინვესტიციო ხელშეკრულებების ფორმულირებებზე. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი, რომელშიც ჩვენ ვართ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, კონსორციუმმა 15 ოქტომერ ბანკებსა და კონსორციუმს შორის, საბოლოო შეთანხმება უნდა წარმოადგინოს. 

„მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის კონსორციუმს აქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადები. უახლოესი ვადა არის 15 ოქტომბერი, როდესაც კონსორციუმმა უნდა წარმოგვიდგინოს წინასწარი შეთანხმებები. პრაქტიკულად საბოლოო შეთანხმება ბანკებსა და კონსორციუმს შორის, როდესაც დასჭირდება მხოლოდ ამ ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობა. 15 ოქტომბერს მათ უნდა წარმოადგინონ როგორც ბანკებთან უკვე შეთანხმებები თანხების გამოყოფის თაობაზე, ასევე საკუთარი კაპიტალი შევსების ნაწილზე. სწორედ ამ საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილზე კონსორციუმი აგრძელებს მუშაობას. ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორთან გვქონდა შეხვედრა, სადაც კონსორციუმმა გვთხოვა, რომ ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია შესაძლო ინვესტორს ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტი სიახლე ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ კიდევ ველოდებით „კონტი ჯგუფის“ ჩანაცვლებას. ველოდებით კონსორციუმისგან იმ საერთო, საფინანსო ჩარჩოს, იმ საბოლოო შეთანხმებებს, რომლებიც მათ ექნებათ ანაკლიაში“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top