ცნობილ ქართველ ბიზნესმენს თორნიკე ქებურიას და მოდელ ქეთი ჟღენტს ბიჭი შეეძინათ

ეს პერსონა

ცნობილ ქართველ ბიზნესმენს  თორნიკე ქებურიას და მოდელ ქეთი ჟღენტს ბიჭი შეეძინათ. ეს წყვილის მეორე შვილი და პირველი ვაჟია. წყვილმა ახალშობილს ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას საპატივცემულოდ ბუბა დაარქვეს. თორნიკეს და ქეთის პირველი შვილი ზუსტად ერთი წლის წინ გაუჩნდათ და მას კატერინა დაარქვეს.

თორნიკესა და ქეთის ქორწლიმა მთელი საქართველო აალაპარაკა, ქორწილი ქებურიას სასტუმროში, კაჭრეთის ამბასადორში შედგა. წყვილისთვის საღამოზე სპეციალურად ჩამოყვანილი იყო რუსი მომღერალი იოლკა, ასევე რეპერი ტიმატი. სანახაობრივი იყო პატარძლის ვერტმფრენით დაშვება ქორწილში.

ქებურიების ოჯახი სასტუმროების, რესტორნების, პროფესიული სპორტული მოედნების და სხვა ბიზნესების მფლობელია. Ambassadori Group-ის მართვაში თორნიკე (თოშა) ქებურიაც მამის კვალს მისდევს..

ამის შესახებ წყვილმა ფოტოები ინსტაგრამ Story-ში გამოაქვეყნა

5
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top