ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: მადლობას ვუხდით ამ ადამიანს, რომ მოვიდა და აგვიხსნა, როგორი ულმობელი და არაადამიანური პირობებია აქ

ეს პერსონა

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავად მოვისმინეთ ამ ადამიანის საუბარი და მადლობას ვუხდით სიმამაცისთვის, რომ მოვიდა და აგვიხსნა ყველაფერი, ის სირთულეები, რის წინაშეც დგას, რა ულმობელი და არაადამიანური პირობებია აქ, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა სოფელ დიდ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც მედლინ მუნს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს. მათ ასევე გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. მედლინ მუნი საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილსაც გაესაუბრა. 

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავად მოვისმინეთ ამ ადამიანის საუბარი და მადლობას ვუხდით სიმამაცისთვის, რომ მოვიდა და აგვიხსნა ყველაფერი, ის სირთულეები, რის წინაშეც დგას, რა ულმობელი და არაადამიანური პირობებია აქ, სადაც ადამიანებს საკუთარი მიწები ჩამოართვეს. ჩვენი საქმეა, რომ დავაკვირდეთ აქ მიმდინარე პროცესებს, დავსვათ კითხვები და გავიტანოთ ამ ადამიანის საუბარი ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე ლონდონში. ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე გპირდებით, ჩვენ არ დავწერთ მხოლოდ ანგარიშს და ეს იქ არ დამთავრდება, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ აქ მიმდინარე პროცესები უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს გასაგები. ეს პრობლემა, სირთულეები და სისასტიკე, ეს ყველაფერი არ არის მთავრობებს შორის, არამედ ის ადამიანები აწყდებიან, რომლებიც პატიოსნად, მშვიდად ცხოვრობენ“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top