2019 - როგორც ყველაზე დამღუპველი წელი

ეს პერსონა

ჟენევაში დაახლოებით 7-მა  მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა საცხოვრებლის შეცვლა  ექსტრემალური ამინდის გამო. შიდა განსახლების მონიტორინგის ცენტრის ახალი ანგარიშის თანახმად, სწორედ ცუდი ამინდი გახდა ჟენევაში, 2019 წელს ადამიანთა დიდი რაოდენობის გარდაცვალების მიზეზი.
IDMC-მ  ხუთშაბათს გამოაქვეყნა შუა წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ექსტრემალურმა ამინდმა, რომელიც ძირითადად ასოცირდება ქარიშხალთან და წყალდიდობებთან, გამოიწვია რეკორდული, 7 მილიონი ადამიანის  ემიგრაცია. მათივე განცხადებით, ეს რიცხვი წლის ბოლოს მოსალოდნელი ცუდი ამინდის გამო, შესაძლოა 22 მილიონამდეც გაიზარდოს. 

მოხსენებაში ნახსენებია, ისეთი კატასტროფები, როგორიცაა ციკლონი ფანი, რომელმაც აიძულა მილიონობით ადამიანი, შეეცვალათ საცხოვრებელი ადგილი, ასევე ნახსენებია ინდოეთსა და ბანგლადეშში მომხდარი ციკლონი იდაი, რასაც მასშტაბური განადგურებები მოჰყვა მოზამბიკში, მალავაში, ზიმბაბვესა და მადაგასკარში. ასეთივე დამანგრეველი იყო წყალდიდობა ირანში, რომელმაც მოსახლეობის დაახლოებით 90% დააზარალა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top