ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

ეს პერსონა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი,  ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მელიამ  დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა. კერძოდ, მან დატოვა საცხოვრებელი ადგილი. უწყების ინფორმაციით,  მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მელიას  მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან:

"პირველი მომართვისთანავე, ნიკანორ მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან. 
გენერალური პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, 2019 წლის 10 სექტემბერს,  ნიკანორ მელიამ  დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. 
აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება", - ნათქვამიას უწყების განცხადებაში.

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top