მეცნიერებმა ჩრდილოეთის თეთრი მარტორქისგან წარმატებულად შექმნეს ემბრიონი, რომელსაც გადამწყვეტი როლი აკისრია ამ დიდებული ცხოველის გადაშენების თავიდან აცილების საკითხში. მსოფლიოში მხოლოდ ორი თეთრი მდედრი მარტორქაა დარჩენილი - ფატუ და ნაჯინი, უკანასკნელი მამრი მარტორქა შარშან, სუდანში გარდაიცვალა. სწორედ ამ მიზეზის გამო მეცნიერებმა გასულ ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მათ წარმატებით გაანაყოფიერეს ინ ვიტრო ემბრიონები, რომლებიც აღებულია ჩრდილოეთით დარჩენილი ორი მარტორქისგან. ემბრიონები სიცოცხლისუნარიანია და ინახება თხევად აზოტში, ისინი სუროგატი დედების ორგანიზმში გადასვლას ელოდებიან.
Scientists have successfully created two embryos from the northern white rhino -- a crucial turning point in the race to save the majestic animal from extinction. https://t.co/mtpvIfmCuZ
— CNN (@CNN) September 13, 2019