NDI კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს. 

ეს პერსონა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს. მის საქმიანობას გამოკითხულთა 33 პორცენტი კარგად, 10 კი ძალიან კარგად აფასებს.

ლიდერების რეიტინგში კალაძეს სალომე ზურაბიშვილი და მამუკა ბახტაძე მოსდევენ. გამოკითხვით, ყველაზე ნაკლებ კმაყოფილი ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის საქმიანობით არიან, მის შესახებ კი არაფერი სმენია 45 პროცენტს. 

გამოკითხულთა 56 პროცენტი მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) მედიას დღეს გააცნო. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top