"საქართველოს საელჩომ შესანიშნავი მიღება მოაწყო" - დავით ზალკალიანი

ეს პერსონა

"საქართველოს საელჩომ შესანიშნავი მიღება მოაწყო, რომელიც  საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს და კოლეგებს. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ ქართველებსა და უზბეკებს შორის მეგობრობის გაზრდისთვის" - წერს Twitter-ზე დავით ზალკალიანი.

შეგახსენებთ, რომ ტაშკენტში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი.

საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაზიზ კამილოვმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top