გიორგი გახარია: საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს მამუკა ხაზარაძე

ეს პერსონა

გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას პასუხობს. საუბარია, "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ხაზარაძემ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ  ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო.

"საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს ბატონი მამუკა: წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ რაღაც დამადასტურებელს. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი.

 მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის კარგი, როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ ქვეყნისთვის მნიშნელოვან პროექტებს.

 რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული... არც ერთი სერიოზული უცხოელი, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაც ინტერესებს აბრალებენ, არასერიოზულია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top