მინისტრი: სკოლებში, სადაც სასწავლო წელი დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათს ანაზღაურდება

ეს პერსონა

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, იმ სკოლებში სადაც, სასწავლო წელი დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათს ანაზღაურდება. მინისტრის თქმით, რადგან სკოლების რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება  მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილების საჭიროება არ არსებობს.

„მოგეხსენებათ, რომ 700-მდე სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. საქართველოში სკოლის ინფრასტრუქტურის ამხელა მასშტაბის რეაბილიტაცია არასდროს ყოფილა. დარჩა 19-მდე სკოლა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება, რომ სამუშაოები დამთავრდეს. მაქსიმუმ 2 კვირის ფარგლებში ამ სკოლებში აღდგება სწავლა და გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება. ყველაზე მთავარია ის პროექტები, რომელიც წელს ინფრასტრუქტურულად განხორციელდა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top