გიორგი გახარიამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ეს პერსონა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top